ხშირად დასმული კითხვები:

რა სახის ღონისძიებებია პროგრამის ფარგლებში?

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება 50-ზე მეტი სხვადასხვა სახის აქტივობა, რომლებიც დაყოფილია ოთხი ძირითადი მიმართულებით: სპორტული აქტივობები, ხელოვნება და კულტურა, განათლება, მოხალისეობრივი ღონისძიები. ამასთან, 2013 წლიდან პროგრამას დაემატა ოთხი სალექციო კურსი.

რა სიხშირით და როდის ტარდება აქტივობები?

„ლიდერთა სახლის" ღონისძიებები თითოეულ ქალაქში ტარდება შემდეგ დღეებში: პარასკევს, შაბათსა და კვირას (საშუალოდ, 5-6 აქტივობა). პროგრამა ფუნქციონირებს ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით.

რომელ ქალაქებში ფუნქციონირებს პროგრამა?

პროგრამა ამჟამად ფუნქციონირებს საქართველოს 13 ქალაქში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, გორი, თელავი, ოზურგეთი, გურჯაანი, ყვარელი, მარნეული, ახალციხე, მესტია, ზუგდიდი.