ხშირად დასმული კითხვები:

როგორ ჩავერთო ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში?

რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ყოფილი მსჯავრდებულის ჩართვა ნებაყოფლობითია. ბენეფიციარის მომართვისას ივსება მომართვის ფორმა. ამის საფუძველზე შემდეგში საქმე ეწერება სოციალურ მუშაკს, რომელიც მისი საქმის მენეჯერია და იწყებს ბენეფიციართან და მის ოჯახთან ინდივიდუალურ მუშაობას.

ვის შეუძლია პროგრამაში ჩართვა?

პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა ყოფილ მსჯავრდებულს, რომელმაც დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება და აქვს პროგრამაში მონაწილეობის სურვილი.

რა მომსახურებებს მთავაზობს პროგრამა?

სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის დახმარება; იურიდიული მომსახურება; შუამდგომლობა პარტნიორ ორგანიზაციებში ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევის, მკურნალობის, უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის; არაფორმალური განათლება/ტრენინგები; პროფესიული უნარების შეძენა და დასაქმების ხელშეწყობა; სტაჟირება სხვადასხვა ორგანიზაციებში; საგრანტო პროგრამები მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის; სპორტულ-კულტურული ღონისძიებები ბენეფიციარებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის და სხვა.

არის თუ არა მომსახურება ფასიანი?

ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის გაწეული მომსახურება უფასოა.

შეუძლია თუ არა პრობაციონერს, ყოფილ მსჯავრდებულს, ჩაერთოს პროგრამაში?

ყოფილ მსჯავრდებულს, რომელიც, ამავე დროს, არის პრობაციონერი, შეუძლია პროგრამაში ჩართვა.

რა ასაკის ადამიანებს შეუძლიათ პროგრამაში ჩართვა?

პროგრამაში ჩართვის მსურველთა ასაკი შეზღუდული არ არის.

ხომ არ არის შეზღუდვა სქესის მიხედვით?

პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ ორივე სქესის წარმომადგენლებს.

მუშაობს თუ არა პროგრამა თბილისის გარეთ, რეგიონებში?

ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა, შესაძლებლობის ფარგლებში, ფარავს ქვეყნის მთელს ტერიტორიას. თუმცა, სოციალური მუშაკები არიან მხოლოდ თბილისის, გორის, ქუთაისისა და ბათუმის ოფისებში. იმ რეგიონებში, სადაც არ არიან წარმოდგენილი სოციალური მუშაკები, ხდება სერვისების მოძიება და ბენეფიციარების არსებულ სერვისებში დისტანციურად ჩართვა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ოფისები მდებარეობს თბილისის, გორის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლებში.

რომელ საათებშია შესაძლებელი სოციალურ მუშაკებთან შეხვედრა?

სამუშაო საათები: 09:00 - 18:00; ორშაბათი - პარასკევი.

მომართვიდან რამდენ ხანში დამიკავშირდება სოციალური მუშაკი?

მომართვის შემდეგ საქმე ეწერება სოციალურ მუსაკს, საქმის დაწერიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სოციალური მუშაკი უკავშირდება ბენეფიციარს (ყოფილ პატიმარს) და გეგმავს პირველ ვიზიტს.

რამდენ ხანს გრძელდება შეფასების პროცესი?

სოციალური მუშაკი აკეთებს ბენეფიციარის სრულ ბიოფსიქოსოციალურ შეფასებას. ბენეფიციარის საჭიროებიდან გამომდინარე შეფასების პროცესი ინდივიდუალურია. პროცესი მოიცავს, მინიმუმ, 2 (ორ) შეხვედრას ყოფილ მსჯავრდებულთან და მინიმუმ, 1 (ერთ) ვიზიტს ოჯახში. შესასრულებული სამუშაოსთვის განისაზღვრება 30 (ოცდაათი) სამუშაო დღე.

როგორ შეიძლება თქვენთან დაკავშირება, გაქვთ თუ არა „ფეისბუქის“ გვერდი?

დაკავშირება შესაძლებელია ცხელი ხაზის მეშვეობით 2145145, ასევე, „ფეისბუქის" გვერდის საშუალებით, https://www.facebook.com/resocialization.gov.ge

როგორ დავრეკო რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ცხელ ხაზზე?

რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ცხელი ხაზია: 2145145.

როგორ გავხდე „ლიდერთა სახლის“ წევრი?

წინასწარი რეგისტრაციის გავლა არ არის სავალდებულო. ლიდერთა სახლის ღონისძიებაში მონაწილეობით ავტომატურად ხდებით პროგრამის წევრი.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

მონაწილეობის მიღება შეუძლია 14-დან 18 წლამდე ასაკის ნებისმიერ ახალგაზრდას.