გუნდის წევრი

ვლადიმერ ხელაძე

ფუნქციები:
• სამმართველოს მუშაობის დაგეგმვა და ხელმძღვანელობა;
• ცენტრის ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭირო ორგანიზაციული საქმიანობის კოორდინირება;
• ცენტრში ბრძანებების პროექტების მომზადება/კონტროლი;
• დადგენილი წესის შესაბამისად, კონკურსთან და სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;
• თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, სამუშაო აღწერილობების მომზადება, სამსახურეობრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა;
• თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;
• ცენტრში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავება, რეგისტრაცია და ცენტრის ხელმძღვანელობისთვის დროულად მიწოდების კონტროლი;
• საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
• ცენტრის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზება და მათ გაშუქებაზე, საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობაზე კონტროლი.


ბიოგრაფია:
დაიბადა ქალაქ თბილისში 1983 წლის 4 სექტემბერს,
პროფესიით იურისტი, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

განათლება
2000-2005 კავკასიის აკადემიური ცენტრი - CAC - იურიდიული ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართალი, მაგისტრი

პრეფესიული გამოცდილება
2014 წლის ივლისიდან დღემდე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის - ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი
2011-2014 ახალი ტექნოლოგიუების ინსტიტუტის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში
2009-2011 ნავთობპროდუქტების კომპანია „უნიპარტერ" - ის მთავარი იურისტი
2009-2011 ნავთობსატრანსპორტო კომპანია „ტრანსეკო"-ს გენერალური დირექტორის მოადგილე - იურიდიულ საკითხებში
2009-2011 ნავთობკომპანია „ცენტრალ ჯგუფი" -ს იურისტი
2008-2009 სს ინფოჯორჯია XXI – 09 საინფორმაციო ცენტრის - იურისტი
2008 სოხუმის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე
2007-2008 რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე
2004-2006 გამომცემლობა GCI-ს იურისტი

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს