გუნდის წევრი

შოთა გუნია

ფუნქციები:
• სამმართველოს მუშაობის დაგეგმვა და ხელმძღვანელობა;
საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში მუშაობა;
• შემოსავლების სამსახურის ელექტრონული მომსახურების სისტემაში მუშაობა;
• სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა და წარდგენა;
• სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრის საშტატო ნუსხის, სახელფასო ფონდის, მატერიალური წახალისების ფონდისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საბიუჯეტო პარამეტრებისა და ლიმიტების დაგეგმვა და მაკონტროლებელთან შეთანხმება;
• დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება და მაკონტროლებელთან შეთანხმება;
• კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დამტკიცებული ფორმების მიხედვით ფინანსური ანგარიშების მომზადება და დანიშნულებისამებრ წარდგენა;
• გაცემული გრანტების ფარგლებში ფინანსური მონიტორინგის განხორციელება;
• ბიუჯეტიდან მიღებული კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების ფარგლებში მარაგების და ნაკადების აღრიცხვა;
• სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
• სატენდერო პროცედურების წარმართვის, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემისა და აღრიცხვის უზრუნველყოფა;
• საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
• მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის ორგანიზებას;
• კონტროლი სამეურნეო დოკუმენტაციაზე.

ბიოგრაფია:
დაიბადა 1988 წლის 14 სექტემბერს. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

პროფესიული კარიერა
2014 წლის მაისიდან დღემდე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ეკონომიკური სამმართველოს უფროსი/ფინანსური მენეჯერი
2011 წლის აპრილიდან 2014 წლის მაისამდე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის საბიუჯეტო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
2010 წლის მარტიდან მარტიდან 2011 წლის აპრილამდე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს სპეციალისტი
2009 წლის მარტიდან 2010 წლის მარტამდე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს პრაქტიკანტი/სტაჟიორი

განათლება
2005-2009 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ბაკალავრიატი
2009-2014 კავკასიის უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირება (MBA), მაგისტრატურა

კვალიფიკაცია
გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გერმანიის ქალაქ ბონში (GIZ) და ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში (ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტრო) თემაზე - საჯარო ფინანსების მართვა; ავსტრიის დედაქალაქ ვენაში (ვენის გაერთიანებული ინსტიტუტი) - თემაზე მაკროეკონომიკური მენეჯმენტი და ფისკალური პოლიტიკა; ასევე ჩაბარებული აქვს ACCA-ს სასერთიფიკატო გამოცდები F2 - მენეჯერულ აღრიცხვასა და F3 - ფინანსურ აღრიცხვაში ინგლისურ ენაზე.