გუნდის წევრი

ლადო ჯავახიშვილი

ფუნქციები

ა). სამმართველოს მუშაობის დაგეგმვა და ხელმძღვანელობა;
ბ). განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მართვისა და კოორდინირების კონტროლი;
გ). პროგრამასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზისა და მექანიზმების დასახვეწად
რეკომენდაციების შემუშავება;
დ). განრიდებისა და მედიაციის პროგრამის, აგრეთვე, ზოგადად, აღდგენითი
მართლმსაჯულების მიდგომების პოპულარიზაციასა და დანერგვაზე მიმართული საქმიანობების
მონიტორინგი;
ე). მედიაციის გამოყენების სფეროების გაფართოებასა და შესაბამისი მეთოდების
დანერგვა/პოპულარიზაციაზე მიმართული საქმიანობების დაგეგმვა და კოორდინირება;
ვ). მედიატორების კვალიფიკაციის ამაღლების ზრუნვაზე კონტროლი;
ზ). მედიაციის სახლის საქმიანობის მონიტორინგი;
თ). განრიდებისა და მედიაციის სფეროში უწყებათაშორისი კოორდინაცია.

ბიოგრაფია

განათლება
2016-დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი/Universität Siegen - საჯარო მმართველობის მაგისტრი
2014 – 2016 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართლის მაგისტრი
2010 – 2014 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართლის ბაკალავრი


პროფესიული გამოცდილება
2017 - დღემდე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი - განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსი
2014 – 2017 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი - განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯერი
2014 - 2016 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრი - ტრენერი (პერიოდულად)
2013 – 2014 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი - პროგრამების მენეჯერის ასისტენტი
2012 – 2013 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი - სასამართლო პრაქტიკის მკვლევარი

2014 - მოკლევადიანი კონსულტანტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. (UNICEF, Kazakhstan)
2014 - მოკლევადიანი ექსპერტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხებში. (PRI, Kazakhstan)

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ელ-ფოსტა: ljavakhishvili@prevention.gov.ge