გუნდის წევრი

ლადო ჯავახიშვილი

ფუნქციები:

 

• სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" საქმიანობის ხელმძღვანელობა, წარმომადგენლობა მესამე პირებთან ურთიერთობაში;
• ცენტრისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე კონტროლი; 
• არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მართვა; 
• ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის მართვა; 
• კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის კოორდინაცია; 
• მედიაციის ინსტიტუციონალური განვითარების ხელმძღვანელობა;
• საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო საქმიანობის კოორდინაცია − დანაშაულის პრევენციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის/რესოციალიზაციის მიმართულებით; 
• საქართველოში დანაშაულის პრევენციის კოორდინაცია და ამ მიზნით დანაშაულის პირველად პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება; 
• მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებების შესრულება;
• კანონმდებლობით, მათ შორის, დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

ბიოგრაფია

განათლება
2016-დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი/Universität Siegen - საჯარო მმართველობის მაგისტრი
2014 – 2016 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართლის მაგისტრი
2010 – 2014 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართლის ბაკალავრი


პროფესიული გამოცდილება
2019 - დღემდე -  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი - დირექტორი
2017 - 2019 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი - განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსი
2014 – 2017 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი - განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯერი
2014 - 2016 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრი - ტრენერი (პერიოდულად)
2013 – 2014 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი - პროგრამების მენეჯერის ასისტენტი
2012 – 2013 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი - სასამართლო პრაქტიკის მკვლევარი

2014 - მოკლევადიანი კონსულტანტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. (UNICEF, Kazakhstan)
2014 - მოკლევადიანი ექსპერტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხებში. (PRI, Kazakhstan)

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ელ-ფოსტა: ljavakhishvili@prevention.gov.ge