სიახლეები:

„იურიდიული განათლების სემინარები − 2013“

02 სექ 2013

იუსტიციის სამინისტროს სსიპდანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროექტების ცენტრმა" წელს უკვე მეორედ გაუწია ორგანიზება პროექტს იურიდიული განათლების სემინარები 2013".

პროექტი IX-XII-კლასელი მოსწავლეებისათვისაა განკუთვნილი და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში სამართლებრივი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, იურისტის პროფესიის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, რაც მომავალში, მათი პროფესიული არჩევანის მიუხედავად, თითოეულ მონაწილეს გამოადგება.

პროექტის ფარგლებში მონაწილეები დაესწრნენ სემინარებს სამართლებრივ თემებზე, ჩაერთვნენ დისკუსიებში, მონაწილეობა მიიღეს სისხლის სამართლის სასამართლო პროცესსა და დებატებში.

სემინარებს, რომელთაც შესაბამისი სფეროს ექსპერტები უძღვებოდნენ, მოიცავდა შემდეგ საკითხებს: იურიდიული განათლება და პერსპექტივები, სახელმწიფო მმართველობის ფორმები, დემოკრატია და დემოკრატიული ღირებულებები, ხელისუფლება და მისი დანაწილება, ადამიანის უფლებები, სამოქალაქო სამართალი, სისხლის სამართალი, საერთაშორისო სამართალი და ორგანიზაციები, სასამართლო რეფორმანაფიც მსაჯულთა სასამართლო".

იურიდიული განათლების სემინარები 2013" დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.