სიახლეები:

არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის სამოქალაქო ჩართულობის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

17 თებ 2017

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი” ბენეფიციარების საჭიროებებზე მორგებულ პროექტებს განაგრძობს. სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობრივი უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩატარებულ ტრენინგს 20 მოზარდი დაესწრო. პროექტი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს მხარდაჭერით „მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის" (FLEX)  კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის  ფარგლებში დაფინანსდა. „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან" თანამშრომლობით, ტრენინგებს არასამთავრობო ორგანიზაცია - „ჰელფინგ ჰენდის" მოხალისე ტრენერები უძღვებოდნენ.  სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაზე მუშაობს. ცენტრში სხვადასხვა კულტურული თუ სპორტული აქტივობები, სამიზნე ჯგუფის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები იმართება. განსაკუთრებული ყურადღება  განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, განრიდება-მედიაციის პროგრამის მოზარდ ბენეფიციარებს ეთმობა.