სიახლეები:

შილდის სკოლის მოსწავლეები დანაშაულის პრევენციის ცენტრს ესტუმრნენ

30 მარ 2017

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს" ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ახალგაზრდებს ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი შოთა გუნია შეხვდა.
სტუმრები ცენტრის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს გაეცნენ. შეხვედრა „სოფელ შილდის განვითარების ფონდის" ორგანიზებით გაიმართა. ძირითადი ყურადღება გამახვილდა იმ ახალგაზრდულ პროგრამებზე, რომლებსაც ცენტრი ახორციელებს. სტუმრებს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ყვარლის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარემ, ჯემალ შავერდაშვილმა განაცხადა, სოფელ შილდის ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვებიან დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდულ პროგრამებში, რომელიც სოფელ შილდის საზოგადოებრივ ცენტრში დაიგეგმება.