სიახლეები:

დანაშაულის პრევენციის ცენტრის საქმიანობას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები გაეცნენ

18 აპრ 2017

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს" გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები ესტუმრნენ. ცენტრის წარმომადგენლებმა სტუდენტებს  ცენტრის საქმიანობა გააცნეს; უპასუხეს სტუდენტების კითხვებს.
ახალგაზრდებმა განსაკუთრებული ინტერესი ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამისა და მედიაციის სახლში მიმდინარე პროგრამები/პროექტების მიმართ გამოხატეს. გაეცნენ საქმიანობის შედეგებსაც.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის"  საქმიანობის გაცნობის მიზნით მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სკოლებში, უნივერსიტეტებში) პერიოდულად იმართება.