სიახლეები:

დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ბულინგის თემაზე რამდენიმე შეხვედრა გამართა

04 მაი 2017

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" ბულინგის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რამდენიმე საინფორმაციო შეხვედრა გამართა. თელავში, ყვარელსა და ბათუმში გამართულ ტრენინგებს სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები, ასევე პედაგოგები დაესწრნენ. ტრენინგის მიზანი იყო მოზარდებში ძალადობრივი ქცევის ნიშნების ამოცნობა, დროული და ეფექტიანი რეაგირება, პრევენცია. ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ბულინგის არსის, გამომწვევი მიზეზების, მისი სახეებისა და შედეგების შესახებ.
ყვარელსა და ბათუმში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ ტრენინგის მიმდინარეობაში; მონაწილეობდნენ სხვადასხვა ჯგუფური დავალების შესრულებასა და მოცემული თემის ირგვლივ გამართულ დისკუსიაში. ტრენინინგის ფარგლებში ბულინგის თემაზე ვიდეორგოლის ჩვენება და შემდგომ, მისი განხილვა/დისკუსია გაიმართა.
თელავში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას კი საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლები დაესწრნენ. მათ მიეწოდათ ინფორმაცია ბულინგის პრევენციისთვის ოჯახისა და სოციალური გარემოს მნიშვნელობის შესახებ.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამების მიზანია არასრულწლოვნებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოხალისეობრივი კულტურის განვითარება, პიროვნული განვითარება და კულტურულ-შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება.