სიახლეები:

დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ახალგაზრდებთან მომუშავე 17 ტრენერი შეარჩია

05 მაი 2017

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი თათია ხოჭოლავა ახალი პროგრამის - „ახალგაზრდებთან მომუშავე ტრენერები" - მონაწილეებს შეხვდა. პროგრამის მიზანია როგორც მონაწილეთა კომპეტენციების (ცოდნა/უნარ-ჩვევები) განვითარება ახალგაზრდებთან მუშაობის სფეციფიკის გათვალისწინებით, ისე  ქვეყანაში მათი კვალიფიკაციის ამაღლება და ახალგაზრდული აქტივობების ხარისხის/რაოდენობის ზრდა.
ახალგაზრდებთან მომუშავე 17 ტრენერი 200-ზე მეტი აპლიკანტისგან შეირჩა. დღევანდელ შეხვედრაზე ისინი დეტალურად გაეცნენ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" საქმიანობას, ცენტრში მიმდინარე პროგრამების მიზნებსა და გეგმებს. პროგრამა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც მოხალისე ტრენერებს  გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი. კონკურსის წესით შერჩეული მონაწილეები ახალგაზრდებისთვის განსაზღვრულ თემებზე ჩაატარებენ ლექცია/სემინარებს, ინტერაქტიულ ტრენინგებს, სიმულაცია/მოდელირებებს.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, არაფორმალური განათლების საშუალებით დანაშაულის პრევენცია.