სიახლეები:

კანტის აკადემიის სტუდენტები სტუმრად დანაშაულის პრევენციის ცენტრში

10 მაი 2017

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს" კანტის აკადემიის სტუდენტები ესტუმრნენ. ახალგაზრდები გაეცნენ ცენტრის საქმიანობას, მიმდინარე პროგრამებს/პროექტებს. ასევე, ჩატარდა პრაქტიკული სემინარი ბულინგის თემაზე.
კანტის აკადემია ახალგაზრდებისთვის (სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები) საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც პროგრამებს ახორციელებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. აკადემიას აქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროგრამები სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის.
სტუმრები დაინტერესდნენ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში" მიმდინარე ახალგაზრდული პროგრამებით, რომლების მიზანიცაა სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, არაფორმალური განათლების საშუალებით დანაშაულის პრევენცია.