სიახლეები:

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები პოლიციის აკადემიას ესტუმრნენ

01 ივნ 2017

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ესტუმრნენ. სკოლის მოსწავლეებმა  აკადემიის ინსტრუქტორების დახმარებით მონაწილეობა მიიღეს სასწავლო კურსსა და პრაქტიკულ სამუშაოებში. ახალგაზრდებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ მათ საქმიანობას, მიიღეს ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის სპეციფიკაზე, ჩაერთვნენ სიმულაციურ თამაშებსა და ვირტუალურ ტირში.
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებისა და ბენეფიციარებისთვის მსგავსი შეხვედრები შსს-ს აკადემიაში პერმანენტულად ჩატარდება და მათი მიზანი ახალგაზრდებში სამართლებრივი კულტურის ამაღლებაა.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, არაფორმალური განათლების საშუალებით დანაშაულის პრევენცია.