სიახლეები:

ტანზანიის დელეგაციამ ეროვნული არქივის პავილიონი დაათვალიერა

02 აგვ 2017

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს ტანზანიის რესპუბლიკის დელეგაცია ესტუმრა.
სტუმრებმა პავილიონში მიმდინარე გამოფენა, მედიათეკა და წიგნების მაღაზია დაათვალიერეს, ინფორმაცია მიიღეს საგამოფენო პავილიონის კონცეფციისა და აქ მიმდინარე აქტივობების შესახებ.
დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ პავილიონის საგამოფენო დაარბაზში იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ორგანიზებული გამოფენით - „ჩემი ერთი დღე ქუჩაში", სადაც წარმოდგენილია დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიაციის სახლის ბენეფიციარების მიერ გადაღებული 30 მხატვრული ფოტო. მოზარდების მიერ გადაღებული ფოტონამუშევრების გამოფენა 10 აგვისტომდე გაგრძელდება.
ტანზანიის რესპუბლიკის დელეგაციას ტანზანიის მიწის, ბინათმშენებლობის და დასახლებათა განვითარების სამინისტროს ინფორმაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი შაბან პაზი ხელმძღვანელობს.
ვიზიტი მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საფრანგეთის გეოგრაფიის ინსტიტუტის საერთაშორისო სამსახური (IGN FI) ახორციელებს.