სიახლეები:

დანაშაულის პრევენციის ცენტრმა საზაფხულო ბანაკში არტმარათონი ჩაატარა

06 სექ 2017

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრმა", ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მდებარე ბანაკში არტმარათონი ჩაატარა. ბანაკი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, კოლეჯ ,,აისის" ბაზაზე დღეს დაიხურება.
პროექტის ფარგლებში სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" წარმომადგენლები შეხვდნენ საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს, გააცნეს ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე ახალგაზრდული პროგრამები. პროექტის მიზანია მოზარდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. ღონისძიებას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი თათია ხოჭოლავა დაესწრო, რომელმაც არტ-მარათონში გამარჯვებულ გუნდს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ღონისძიებაში 14-17  წლის 150-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის  ცენტრის"  ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სკოლის მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარების ხელშეწყობა.