სიახლეები:

დანაშაულის პრევენციის ცენტრი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმზე

09 სექ 2017

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" მონაწილეობა მიიღო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმში. ფორუმის მონაწილეებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე მიესალმა და ცენტრის ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.
ფორუმის ძირითადი მიზანი ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა იყო. ასევე გაიმართა ორგანიზაციების გამოფენა „ღია სივრცის" მეთოდით, სადაც დასწრების შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ მსურველს ჰქონდა. საგამოფენო სივრცეში მოეწყო სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამების პრეზენტაცია, საინფორმაციო ბეჭდური მასალების გამოფენა.
სამუშაო ფორმატი ასევე მოიცავდა პრეზენტაციებს, პლენარულ დისკუსიებს, მუშაობას ჯგუფებში, საერთო დისკუსიას.
ფორუმში მონაწილეობა მიიღო 200-მდე ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ახალგაზრული პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმა.
ფორუმს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე დაესწრნენ. მათ პანელურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა და ახალგაზრდული ორგანიზაციების შეკითხვებს უპასუხეს.
ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადამია. ფორუმი საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯია-ს მესამე პავილიონში გაიმართა.