სიახლეები:

სამუშაო შეხვედრა მასმედიის წარმომადგენლებთან

10 სექ 2017

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა და განრიდებისა და მედიაციის პროგრამა - ამ თემაზე გაეროს ბავშვთა ფონდისა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ორგანიზებით, ყვარელში მასმედიის წამომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორმა თათია ხოჭოლავამ გახსნა.  
შეხვედრის მიზანი არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების, პროგრამის არსის, მიზნებისა და პრინციპების შესახებ მედიასაშუალებების წარმომადგენელთა ინფორმირება იყო.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წამომადგენლები.  პროექტი მიზნად ისახავს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარებას საქართველოში.
განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს, მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოებაზე.  
2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საერთო ჯამში, სასჯელს  21 წელს მიუღწეველი 2 323 პირი განერიდა.