სიახლეები:

შსს აკადემიაში მოსწავლეთა საინფორმაციო ვიზიტები განახლდა

12 ოქტ 2017

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებისთვის  შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ვიზიტები განახლდა. აკადემიას თბილისის 48-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად  სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი თათია ხოჭოლავა ესტუმრა. მოსწავლეებმა  აკადემიის ინსტრუქტორების დახმარებით სასწავლო კურსსა და პრაქტიკულ სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს. ახალგაზრდებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ მათ საქმიანობას, მიიღეს ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის სპეციფიკაზე, ჩაერთვნენ სიმულაციურ თამაშებსა და ვირტუალურ ტირში. ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ აკადემიის სამუზეუმო ექსპონატებიც.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებისა და ბენეფიციარებისთვის მსგავსი შეხვედრები შსს-ს აკადემიაში პერმანენტულად ტარდება. პროგრამის მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, არაფორმალური განათლების საშუალებით დანაშაულის პრევენცია.