სიახლეები:

SKYE კლუბი უკვე რუსთავშიც გაიხსნა

01 თებ 2018

ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერების უნარებისა და ცოდნის კლუბი (SKYE კლუბი)  უკვე ქალაქ რუსთავშიც გაიხსნა. გახსნის ღონისძიება რუსთავის ამერიკულ კუთხეში გაიმართა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი დაესწრო. თათია ხოჭოლავა კლუბის ლიდერებსა და მონაწილეებს შეხვდა, პროგრამაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ცენტრის დირექტორმა საკუთარი გამოცდილების გაზიარებით ყურადღება გაამახვილა  ახალგაზრდული საქმიანობის თავისებურებებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი  სხვადასხვა პროგრამების/პროექტების სახით ახალგაზრდებს სთავაზობს. რუსთავის კლუბში ადგილობრივი სკოლების 20 მოსწავლე ჩაერთო, რომლებსაც 2 ლიდერი უხელმძღვანელებს.
კლუბების წევრები 6 თვის განმავლობაში სასწავლო კურსს (თეორია/პრაქტიკა) ოთხი ძირითადი მიმართულებით გაივლიან: ლიდერობა, აქტიური მოქალაქეობა, დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, სოციალური მეწარმეობა.
Skye კლუბი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" World Vision საქართველოს წარმომადგენლობის ერთობლივი პროგრამაა, რომელიც პილოტურ რეჟიმში 6 ქალაქში განხორციელდება. კლუბი უახლოეს დღეებში გაიხსნება ბათუმშიც. კლუბი მუშაობას შეუდგა ლაგოდეხში, გორში, თელავსა და თბილისში. ჯამში, ექვსივე ქალაქის კლუბში, მოხალისეობრივ საწყისებზე 15 ლიდერი და 150-მდე ახალგაზრდა ჩაერთვება.
ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერების უნარებისა და ცოდნის კლუბის მიზანია ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების შეძენა, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის მიღება, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. ახალგაზრდებს ლიდერების ხელმძღვანელობით მცირე დაფინანსების ფარგლებში, თემის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა სოციალური პროექტი. SKYE კლუბები მსოფლიოს 21 ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს.