სიახლეები:

საჯარო ლექცია სდასუ-ში

29 მარ 2018

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სახელმწიფო პოლიტიკა - ამ თემაზე იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში საჯარო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში დანაშაულის პირველი დონის პრევენციის სამმართველოს უფროსმა მაია ნასრაშვილმა სტუდენტებთან არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და ახალგაზრდებთან მუშაობის სპეციფიკის შესახებ ისაუბრა. შეხვედრას სდასუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ.
საჯარო ლექცია კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა და სტუდენტებმა დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები სხავდასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან სისტემატურად იმართება.