სიახლეები:

დედამიწის დღე ლაგოდეხში

22 აპრ 2018

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" დედამიწის დღეს შეუერთდა და დასუფთავების აქცია ქალაქ ლაგოდეხში გამართა. აქციაში ცენტრის თანამშრომლები, ადგილობრივი სერვის ცენტრისა და „ახალგაზრდების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და ცოდნის ლაგოდეხის კლუბის" (SKYE კლუბი) წევრები ჩაერთვნენ. კლუბის წევრებმა დაასუფთავეს ყოფილი ლიცეუმის შენობის ეზო, მიმდებარე ტერიტორია და რუსთაველის ქუჩა; გაიტანეს 20 ტომარა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენი. ანალოგიური დასუფთავების აქცია იგეგმება თელავში, რუსთავში, ბათუმსა და გორში. დედაქალაქელმა SKYE კლუბელებმა კი დასუფთავების აქცია რამდენიმე დღის წინ, მეტროსადგურ „გოცირიძის" მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარეს.
„ახალგაზრდების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და ცოდნის კლუბი" (SKYE კლუბი) იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და World Vision საქართველოს წარმომადგენლობის ერთობლივი პროგრამაა, რომელიც პილოტურ რეჟიმში 6 ქალაქში მიმდინარეობს. მისი მიზანია ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების შეძენა, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის მიღება, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. ჯამში, ექვსივე ქალაქის კლუბში, მოხალისეობრივ საწყისებზე 15 ლიდერი და 14-21 წლის 150-მდე ახალგაზრდაა ჩართული.