სიახლეები:

დასუფთავების აქცია გორში

24 აპრ 2018

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ინიციატივით  გარემოს დაცვითი აქციები გრძელდება. „ახალგაზრდების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და ცოდნის გორის კლუბის" (SKYE კლუბი) წევრებმა ქალაქის ცენტრალური ნაწილი, მე-3 საჯარო სკოლისა და კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს. აქცია გორის ამერიკული კუთხის მხარდაჭერით ჩატარდა.
ანალოგიური დასუფთავების აქცია იგეგმება თელავში, რუსთავსა და ბათუმში. თბილისისა და ლაგოდეხის  SKYE კლუბების წევრებმა  დასუფთავების აქცია რამდენიმე დღის წინ უკვე ჩაატარეს.
„ახალგაზრდების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და ცოდნის კლუბი" (SKYE კლუბი) იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და World Vision საქართველოს წარმომადგენლობის ერთობლივი პროგრამაა, რომელიც პილოტურ რეჟიმში 6 ქალაქში მიმდინარეობს. მისი მიზანია ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების შეძენა, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის მიღება, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. ჯამში, ექვსივე ქალაქის კლუბში, მოხალისეობრივ საწყისებზე 15 ლიდერი და 14-21 წლის 150-მდე ახალგაზრდაა ჩართული.