სიახლეები:

177-ე სკოლის მოსწავლეების ვიზიტი რაგბის სანაკრებო ბაზაზე

01 მაი 2018

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ინიციატივით თბილისის 177-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები რაგბის სანაკრებო ბაზას - „შევარდენს" ესტუმრნენ და საქართველოს ნაკრების წევრებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გუნდური შეჭიდულობის მახასიათებლების გაცნობა იყო. საინფორმაციო შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრები ნონო ანდღულაძე და ლექსო გუგავა უძღვებოდნენ. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო სასკოლო ბულინგსა და ახალგაზრდებში ძალადობის გამომწვევ მიზეზებსაც. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბაზა, დაესწრნენ რაგბის ეროვნული ნაკრების წევრების ვარჯიშს, რის შემდეგაც გაიმართა შეხვედრა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან მილტონ ჰეიგთან.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" მნიშვნელოვანი მიმართულებაა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოხალისეობრივი კულტურის წახალისება და სამართლებრივი/სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.