სიახლეები:

სასკოლო კლუბი - ახალი პროგრამა

16 მაი 2018

მოზარდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, სასკოლო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების მხარდაჭერა, - ამ მიზნების გათვალისწინებით იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" ახალი პროგრამა - „სასკოლო კლუბი" დაიწყო. პილოტური პროგრამა თავდაპირველად მხოლოდ თბილისის 173-ე საჯარო სკოლაში შეიქმნა. პროექტის დაწყება IX-XI კლასის მოსწავლეებს ფოტორეპორტიორმა გოგა ჩანადირმა მიულოცა. შეხვედრას კლუბის 20 მოსწავლე დაესწრო.
გოგა ჩანადირის თქმით, ახალგაზრდები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში. სასკოლო სამოქალაქო კლუბი კი სწორედ ის შესაძლებლობაა, რომელიც ადრეული ასაკიდანვე უზრუნველყოფს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
აღნიშნული პროგრამით სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესს; მოსწავლეთა მიერ საკლასო პროექტების საშუალებით ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც მათი სკოლისა და საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად.  სასკოლო სამოქალაქო კლუბში ახალგაზრდები  მოტივაციისა და ინტერესის გათვალისწინებით გაერთიანდნენ. შეხვედრას ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაია გოგუაძე დაესწრო, რომელიც კლუბს ხელმძღვანელობს.