სიახლეები:

მოხალისეობის ყოველწლიური გამოფენა-ფორუმი

31 მაი 2018

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" მონაწილეობა მიიღო მოხალისეობის ყოველწლიურ გამოფენა-ფორუმში. გამოფენილი იყო ცენტრის საქმიანობის შესახებ მომზადებული საინფორმაციო გამოცემები.
სტუმრები იმ პროგრამებით დაინტერესდნენ, რომლებიც ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის წახალისებას ითვალისწინებს. ყოველწლიურ გამოფენა-ფორუმში 35 ორგანიზაცია ჩაერთო.
ფორუმის მიზანი იყო მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაცია. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახალგაზრდების მოხალისეობრივი ჩართულობის მიზნით რამდენიმე პროგრამას ახორციელებს. მათ შორისაა „მოხალისე", „ორი თაობა", skye კლუბები და სხვა.