სიახლეები:

გოგონათა კლუბი სტუმრად „გარდენიაში“

15 ივნ 2018

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" პროგრამა „გოგონათა კლუბის" წევრები დეკორატიული მცენარეების პატარა სანერგე მეურნეობას - „გარდენიას" ესტუმრნენ. გოგონებმა და მათმა მშობლებმა ერთად შეასრულეს პრაქტიკული  და შემეცნებითი სამუშაოები - ქოთნის მოხატვა, ყვავილების გადარგვა და სხვა. აქტივობებში სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი თათია ხოჭოლავა ჩაერთო. შეხვედრის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს საკუთარი ხელით მოხატული ქოთანი, ქოთანში ჩარგული ყვავილი და სიგელი გადაეცა. თათია ხოჭოლავას თქმით,  მსგავსი არაფორმალური გარემო ხელს უწყობს პროგრამის მონაწილეებში დადებითი ემოციების გაცვლას.
დანაშაულის პრევენციის ცენტრი პროგრამა „გოგონათა კლუბს" სხვადასხვა ასაკის  (12-21 წლის) გოგონებისთვის ახორციელებს. „გოგონათა კლუბი მშობლებთან ერთად" პიროვნული გაძლიერებისთვის საჭირო სასწავლო და პრაქტიკული  ელემენტებისგან შედგება. კლუბის ზოგადი მიზანია გოგონებში საჭირო პიროვნული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერება, ცხოვრებისთვის საჭირო  უნარების განვითარება, რაც მომავალში მათ დაეხმარება ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში; პროგრამის ფარგლებში შერჩეული ტრენერები  შეხვედრებს მართავენ ცალ-ცალკე როგორც გოგონებთან, ისე მათ მშობლებთან. იმართება  არაფორმალურ გარემოში სხვადასხვა აქტივობებიც, რომლის შინაარსიც ორივე ჯგუფის ინტერესებისა და საჭიროების მიხედვით განისაზღვრება.