სიახლეები:

"ჯანსაღი დამოკიდებულება - ჯანსაღი ცხოვრება" - საინფორმაციო კამპანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშიც დასრულდა

19 ივნ 2018

"ჯანსაღი დამოკიდებულება - ჯანსაღი ცხოვრება", ამ სახელწოდების საინფორმაციო კამპანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშიც დასრულდა. იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" შეხვედრები ზუგდიდის, წალენჯიხისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში გამართა. საინფორმაციო-პრევენციული კამპანიის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების უარყოფითი შედეგების შესახებ და ამავდროულად, ძირითადი დრო დაეთმო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. კერძოდ, ახალგაზრდებში სპორტულ და კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობაში ჩართულობის მნიშვნელობას, ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ჯანმრთელობის ხელშემწყობი გარემოს შექმნას და სხვა. კამპანიაში საჯარო სკოლების IX, X და XI კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ. საინფორმაციო კამპანიაში, ორი თვის განმავლობაში, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში 401 მოსწავლე მონაწილეობდა.