სიახლეები:

თეა წულუკიანი: „ვაგრძელებთ მუშაობას ყოფილ პატიმრებთან, ქუჩაში მცხოვრებ ან/და მომუშავე ბავშვებთან“

19 ივნ 2018

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამასა და, რაც მთავარია, ქუჩაში მცხოვრებ ან/და მომუშავე ბავშვებზე; ძირითადად, გოგონებზე, რომლებიც ჩვენთან არიან ჩართულნი სხვადასხვა პროგრამაში და ამით მათ ვიცავთ ქუჩაში ცხოვრებისგან და იმისგან, რომ ოდესმე ჩაიდინონ დანაშაული", − განაცხადა თეა წულუკიანმა მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების ფორმატში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.