სიახლეები:

დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

02 ივლ 2018

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი თათია ხოჭოლავა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი იყო კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის პროცესის გაცნობა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. დელეგაციაში ასევე იმყოფებოდა დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველოს უფროსი ნია ქანთარია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, პრობაცის ეროვნული სააგენტოს, პატრნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომაგენლები.  დელეგეციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ბერლინის იუსტიციის სამინისტროში, ადგილობრივ პრობაციის სამსახურში. დაათვალიერეს ადგილობრივი პენიტენციური დაწესებულებები. გაეცნენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასაც, რომლებიც სახელმწიფო უწყებებთან ერთად კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის მიმართულებით მუშაობენ.
სამუშაო ვიზიტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "გზა საზოგადოებისკენ" ფარგლებში, ASB საქართველომ პარტნიორ ორგანიზაციებთან და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად განახორციელა.