სიახლეები:

გოგონათა კლუბი მშობლებთან ერთად

05 ივლ 2018

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორი თათია ხოჭოლავა პროგრამის - „გოგონათა კლუბი მშობლებთან ერთად" მონაწილეებს შეხვდა და სერტიფიკატები გადასცა. დასკვნითი შეხვედრა მედიაციის სახლში გაიმართა. თათია ხოჭოლავამ კლუბის წევრებს პროექტში ჩართულობისთვის  მადლობა გადაუხადა და მათი შთაბეჭდილებებით დაინტერესდა; განსაკუთრებული ყურადღება, ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, გოგონებისა და მშობლების ურთიერთობას დაეთმო. შეჯამდა პროგრამის ფარგლებში ჩატარებული აქტივობებიც. პროგრამაში 12-14 წლის 15 გოგონა მშობლებთან ერთად მონაწილეობდა.
პროგრამის იყო გოგონებში საჭირო პიროვნული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერება, რაც მომავალში მათ დაეხმარება ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში.
პროგრამის ფარგლებში შერჩეულმა ტრენერებმა  შეხვედრები ცალ-ცალკე გამართეს როგორც გოგონებთან, ისე მშობლებთან. სხვადასხვა არაფორმალურ გარემოში გამართული ღონისძიებების შინაარსი ორივე ჯგუფის ინტერესებისა და საჭიროების მიხედვით განისაზღვრა.   პროგრამა პიროვნული გაძლიერებისთვის საჭირო სასწავლო და პრაქტიკული  ელემენტებისგან შედგებოდა, რომლის საბოლოო მიზანი, ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, მოზარდების მშობლებთან დაახლოება იყო.