სიახლეები:

საუბრები ადამიანის უფლებებზე - ახალი პროექტი თელავში

04 ოქტ 2018

"საუბრები ადამიანის უფლებებზე” – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა” ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში ახალი პროექტი 10-12 წლის მოსწავლეებისთვის დაიწყო. პირველი შეხვედრა ქალაქ თელავის მეფე ერეკლე მეორის სახელობის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა. მას 30 ბავშვი დაესწრო.
საუბრების ფორმატში მოსწავლეებმა გამოხატეს თავიანი აზრი ადამიანის უფლებებზე, დაინტერესდნენ ადამიანის უფლებების არსითა და კონკრეტულ უფლებათაგან - განათლების უფლებაზე.
პროექტი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ფარგლებში დაიწყო და პასუხობს არასრუწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სახელმწიფო სტრატეგიის ახალ გამოწვევებსა და სამოქმედო გეგმას.