სიახლეები:

შემეცნებითი ტური ექსპერიმენტორიუმში

06 ნოე 2018

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამა - SKYE კლუბ რუსთავის მონაწილეები სასწავლო ვიზიტით  სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს - ექსპერიმენტორიუმს ეწვივნენ.
ახალგაზრდებმა დაათვალიერეს მუზეუმში არსებული სივრცე, გაეცნენ 80-მდე ექსპონატს, რომლებიც ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკისა და ანატომიის კანონების დემონსტრირებაა. ექსპერიმენტორიუმი ქალაქის ყველაზე უჩვეულო მუზეუმია. კლუბის წევრებმა გიდებისგან მოისმინეს ინფორმაცია თითოეული ნივთის დანიშნულების შესახებ და ინტერაქტიული ექსპონატების გამოყენებით ჩაატარეს მცირე ცდებიც ფიზიკასა და ქიმიაში.
„ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი" სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და World Vision საქართველოს წარმომადგენლობის ერთობლივი პროგრამაა. ის პილოტურ რეჟიმში თბილისში, რუსთავში, ლაგოდეხში, გორში, რუსთავსა და ბათუმში მიმდინარეობს. კლუბები ოთხი ძირითადი სასწავლო მიმართულებით მუშაობენ: აქტიური მოქალაქეობა, ლიდერობა, დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, სოციალური მეწარმეობა.