სიახლეები:

ევროპაში მიმდინარე აღდგენითი მართლმსაჯულების კვირეულს საქართველო უერთდება

20 ნოე 2018

19-25 ნოემბერს ევროპაში აღდგენითი მართლმსაჯულების კვირეული იმართება. ევროპის აღდგენითი მართლმსაჯულების ფორუმის მიერ ორგანიზებულ პოლიტიკის დისკუსიას ქალაქი ბრიუსელი მასპინძლობს. მასში ევროპის ქვეყნების იუსტიციის სამინისტროებისა და აღდგენით მართლმსაჯულების თემაზე მომუშავე უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ფორუმს საქართველოდან სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის წარმომადგენლები ესწრებიან.
აღდგენითი მართლმსაჯულების კვირეულს თბილისი 21-22 ნოემბერს შეუერთდება. 21 ნოემბერს საერთაშორისო კონფერენცია "მედიაციის დღეები" გაიმართება. ღონისძიებაზე ორი პარალალეური სესია საქართველოს აღდგენითი მართლმსაჯულების გამოცდილებას დაეთმობა.
22 ნოემბერს გაიმართება კონფერენცია განრიდების და მედიაციის მექანიზმების შესახებ, რომელზეც 2018 წელს მიღწეული შედეგები შეჯამდება.