სიახლეები:

„ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის მიღების კლუბი - 2018“ საზეიმოდ დაიხურა

29 დეკ 2018

ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბების (SKYE კლუბები) შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროგრამა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა  სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა"  საერთაშორისო ორგანიზაცია WorldVision საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით განახორციელა. პროგრამა თბილისის გარდა 5 ქალაქში - გორში, თელავში, ლაგოდეხში, რუსთავსა და ბათუმში  2018 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტში 6 ქალაქის 15-21 წლის 160-მდე ახალგაზრდა და 13 მოხალისე ლიდერი მონაწილეობდა. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლადო ჯავახიშვილმა SKYE პროგრამის მონაწილეებს ჩართულობისა და აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
SKYE პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების შეძენა, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის მიღება, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და სხვა.
შემაჯამებელი ღონისძიება იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართა. მას კლუბების წევრები, ლიდერები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. 6 კლუბის ყველა მონაწილეს და ლიდერებს ორ ენოვანი სერტიფიკატი გადაეცათ.
ახალგაზრდებს ლიდერების ხელმძღვანელობით მცირე დაფინანსების ფარგლებში, თემის საჭიროებებიდან გამომდინარე, შეუძლიათ დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა სოციალური პროექტი. კლუბებმა ოთხი სასწავლო მიმართულებით იმუშავეს: აქტიური მოქალაქეობა, ლიდერობა, დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, სოციალური მეწარმეობა. SKYE პროგრამა 20-ზე მეტ ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს და ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.