სიახლეები:

ოჯახური დანაშაულისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს საჯარო ლექცია მიეძღვნა

11 იან 2019

ოჯახურ დანაშაულსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებს ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია მიეძღვნა.
ლექციას უძღვებოდნენ იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლადო ჯავახიშვილი და ამავე ცენტრის განრიდება-მედიაციის პროგრამის მენეჯერი მორის ბარამია, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს უფროსი ნინო ტყეშელაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ლონდა თოლორაია, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს კონსულტანტი ია ჩხეიძე.
ლექციაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ოჯახური დანაშაულისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებს, ამ მიმართულებით არსებული მიღწევებსა და გამოწვევებს; სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციული ღონისძიებებისა და განრიდება-მედიაციის პროგრამის შედეგების შესახებ.
შეხვედრა აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის ინიციატივით გაიმართა, რომელსაც სამართლის მიმართულებისა და საჯარო მმართველობის სპეციალობის სტუდენტები დაესწრნენ.