სიახლეები:

საახალწლო-საშობაო ზეიმი მედიაციის სახლში

15 იან 2019

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" მედიაციის სახლის 14 წლამდე ბენეფიციარებისთვის საახალწლო-საშობაო ზეიმი მოეწყო. ღონისძიებაზე თეატრალური წარმოდგენა და მუსიკალური ნომრები ანიმატორებმა წარადგინეს. საზეიმოდ მორთულ ნაძვის ხესთან შემეცნებით-გასართობი თამაშები გაიმართა.  დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენლებმა მცირეწლოვან ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცეს, თოვლის პაპამ კი პატარებს ტკბილეული და საახალწლო საჩუქრები გადასცა.
მედიაციის სახლში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ბენეფიციარებისთვის საჭიროების შესაბამისი პროგრამები/პროექტები მიმდინარეობს, რომელთა მიზანი არასრულწლოვნებში დანაშაულის თავიდან არიდებაა. შეთავაზებული სერვისები ბენეფიციარებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობას აძლევს. განსაკუთრებული ყურადღება  განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, სახელმწიფო მზრუნველობაში არსებული საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებს, 14 წლამდე და 14-18 წლის ასაკის მოზარდებს ეთმობა. მედიაციის სახლში ხორციელდება სხვადასხვა კულტურული თუ სპორტული აქტივობები, სამიზნე ჯგუფის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები, საგანმანათლებლო სემინარები და სხვა.