სიახლეები:

შეხვედრა 59-ე საჯარო სკოლის „სამოქალაქო განათლების კლუბის“ წევრებთან

24 იან 2019

ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა - იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, ცენტრს ქ. თბილისის 59-ე საჯარო სკოლის  „სამოქალაქო განათლების კლუბის" წევრები ესტუმრნენ. შეხვედრაზე ევროკავშირის არაფორმალური განათლების სწავლების უახლესი სტანდარტებით გამოყენებული იყო დისკუსიისა და  სავარჯიშოების შესრულების მეთოდოლოგიები.
სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობა, უშუალოდ, აღნიშნული სკოლის მოსწავლეების თხოვნით დაიგეგმა. მისი მიზანი იყო ახალგაზრდებში, მათივე ჩართულობით,  სამართლებრივი ცნობიერებისა და არაძალადობრივი გარემოს შექმნისთვის აუცილებელი ცოდნის, უნარ-ჩვევების, დამოკიდებულებებისა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.