სიახლეები:

სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება - ქუთაისი

30 იან 2019

სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში - ამ თემებზე იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" წარმომადგენლებმა შეხვედრები ქალაქ ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან გამართეს.
შეხვედრები არაფორმალური განათლების ფორმატით წარიმართა. დისკუსიის დროს ახალგაზრდებმა მათ საჭიროებებზე ისაუბრეს; გუნდური სავარჯიშოების დახმარებით იმსჯელეს არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების საშუალებებზე. მსგავსი საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრების მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, თემის განვითარებაში მათი როლისა და მონაწილოების გაზრდის ხელშეწყობა და სხვა.