სიახლეები:

სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება - შეხვედრა ზუგდიდის სკოლის მოსწავლეებთან

07 თებ 2019

 იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" რეგიონებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, ცენტრის წარმომადგენლებმა ქალაქ ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. არაფორმალური განათლების ფორმატით გამართული შეხვედრის მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, თემის განვითარებაში მათი როლისა და თანამონაწილოების გაზრდის ხელშეწყობა და სხვა. დისკუსიის დროს ახალგაზრდებმა მათ საჭიროებებზე ისაუბრეს. გუნდური სავარჯიშოების დახმარებით იმსჯელეს არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების საშუალებებზე. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახალგაზრდებთან შეხვედრებს მომავალშიც გეგმავს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების თხოვნის შესაბამისად.
შეხვედრის მონაწილეებს ახალგაზრდებისთვის ადაპტირებული სამართლის სახელმძღვანელო - "სამართლის ქალაქი" - გადაეცათ.