სიახლეები:

ცენტრის წარმომადგენლები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლას ესტუმრნენ

05 მარ 2019

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" რეგიონებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს განაგრძობს. ცენტრის წარმომადგენლები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლას სტუმრობდნენ. მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია სამოქალაქო ცნობიერების მნიშვნელობის შესახებ, მოხალისეობრივი კულტურის არსისა და დანიშნულების თაობაზე; ასევე, ახალგაზრდების როლსა და თემში არსებული გამოწვევების ფარგლებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე. შეხვედრები აგებული იყო არაფორმალური განათლების მეთოდებზე და უზრუნველყოფდა მონაწილეთა მაქსიმალურ ჩართულობას.
ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ჯგუფური სავარჯიშოების განხილვაში, გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით.  ახალგაზრდებმა ისაუბრეს თემში არსებულ გამოწვევებზე და წარმოადგინეს არსებული პრობლემების მოგვარების საკუთარი ხედვა. სოფელ ლატალის საჯარო სკოლაში თემატური ტრენინგები  ორ ასაკობრივ ჯგუფთან განსხვავებულად მიმდინარეობდა. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილ აქტივობებში 70 მოსწავლე მონაწილეობდა.