სიახლეები:

შემეცნებითი გასვლითი ტური თბილისში

12 მარ 2019

მედიაციის სახლის ბენეფიციარებისთვის ქალაქ თბილისში შემეცნებითი ტური მოეწყო. არასრულწლოვნებმა ფეხით მსვლელობით და გიდის თანხლებით დაათვალიერეს ქალაქის ძველი, ისტორიული შენობა-ნაგებობი და ღირსშესანიშნაობები. გაეცნენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ისტორიას, დაათვალიერეს თეატრის მომღერლების, მოცეკვავეების, კომპოზიტორების, დირიჟორების, რეჟისორებისა და მხატვრების პირადი ნივთები; ეწვივნენ თეატრის მუზეუმის საგამოფენო დარბაზს. ტურის დასასრულს, ბენეფიციარები სახვითი ხელოვნების მუზეუმსაც ესტუმრნენ, სადაც ახალგაზრდები მუზეუმში წარმოდგენილ თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრებს გაეცნენ.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარები.