სიახლეები:

მოხალისე 2019 - მოხალისეებს სერტიფიკატები გადაეცათ

18 მარ 2019

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და სსიპ „იუსტიციის სახლის" წარმომადგენლებმა პროგრამა „მოხალისეს" მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. პროგრამაში 70 მოხალისე მონაწილეობდა. ამათგან, 40 -სტუდენტი, 30 კი - სკოლის მოსწავლე იყო. მოხალისეები თბილისის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მოქალაქეების მიღებაში საჭიროების მიხედვით, თებერვლის თვის განმავლობაში ეხმარებოდნენ.
პროგრამის მიზანი ახალგაზრდებში მოხალისეობრივი ინიციატივების მხარდაჭერაა. მოხალისეებმა თავდაპირველად გაიარეს თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი იუსტიციის სახლში მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ და დაეუფლნენ მოქალაქეთა მიღებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, გაეცნენ იუსტიციის სახლის მუშაობის სტანდარტებს.
პროგრამა „მოხალისე" ქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი პირადობით უფასოდ ჩანაცვლების ერთ თვიან აქციას დაუკავშირდა, რომელიც იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა.