სიახლეები:

იმიტირებული სასამართლო პროცესის თელავის კონკურსში მე-6 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

01 აპრ 2019

ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" პროექტებს განაგრძობს. ამჯერად, ქალაქ თელავში ჩატარდა კონკურსი - „იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისთვის". მასში ადგილობრივი სხვადასხვა საჯარო სკოლის 40 - მდე მოსწავლე ჩაერთო.
პროექტის მონაწილეების თეორიული და პრაქტიკული მომზადების პროცესი სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური ჩართულობით ეტაპობრივად მიმდინარეობდა.
დასკვნით ეტაპზე  თელავის  რაიონულ სასამართლოში, იმიტირებულ სასამართლო პროცესზე გამარჯვებული გუნდი, ასევე, „საუკეთესო პროკურორი" და „საუკეთესო ადვოკატი" დასახელდნენ. პროექტში თელავის N6 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა. გამარჯვებული გუნდის წევრებს სიმბოლური თასი, სერტიფიკატები და მედლები  გადაეცათ.
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და ამ პროექტის მთავარი მიზანია მესამე და მეოთხე საფეხურის სკოლის მოსწავლეებში ხელი შეუწყოს სასამართლო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მართლმსაჯულების და სასამართლოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.