სიახლეები:

ლუქსემბურგის იუსტიციის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის ფელიქს ბრაზის ვიზიტი თბილისში

17 აპრ 2019

მოსამართლე რენატე ვინტერის მოწვევით საქართველოში არაფორმალური სამუშაო ვიზიტით იმყოფება ლუქსემბურგის იუსტიციის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ფელიქს ბრაზი, ლუქსემბურგის პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად. დელეგაცია საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებულ რეფორმებს ეცნობა. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, ქალბატონ თეა წულუკიანთან და სამინისტროს გუნდთან. ასევე, დელეგაციის წევრები შეხვდნენ საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენლებს. მსჯელობა გაიმართა საქართველოში არასრულწოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაციის საკითხებზე, არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე.