სიახლეები:

სტუმრად 82-ე საჯარო სკოლაში

22 აპრ 2019

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახალგაზრდებთან შეხვედრებს განაგრძობს. სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, ცენტრის წარმომადგენლები ქალაქ თბილისის 82-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ. ცენტრის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან მართლწესრიგზე, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პოლიტიკასა და დანაშაულის პრევენციის მექანიზმზე ისაუბრეს.
შეხვედრა იყო ინტერაქტიული, დაფუძნებული არაფორმალური სწავლების მეთოდოლოგიაზე და უზრუნველყოფდა მონაწილეთა მაქსიმალურ ჩართულობას. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები შეხვედრაზე განხილულ თემებთან დაკავშირებით. აღნიშნული შეხვედრა უშუალოდ სკოლის თხოვნით დაიგეგმა.