სიახლეები:

ცხოველთა უფლებების შესახებ შემეცნებითი პროექტი მოსწავლეებისთვის

25 აპრ 2019

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან" ერთად ცხოველთა უფლებების შესახებ ახალი, შემეცნებითი პროექტი რამდენიმე სკოლაში განახორციელა. პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ცხოველების მიმართ ემოციური დამოკიდებულების ფორმირება და ემპათიის გრძნობის მხარდაჭერა. სკოლის მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში ცხოველთა უფლებებისა და მათი მოვლის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, უყურეს თემატურ მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმებს და იმსჯელეს მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე.  ახალი პროექტი თბილისის 59-ე და მე-12 საჯარო სკოლებში ჩატარდა. მასში 80-მდე მოსწავლე ჩაერთო. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" წარმომადგენლებმა პროექტის მონაწილეებს ახალგაზრდებისთვის ადაპტირებული სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელო ,,სამართლის ქალაქი" აჩუქეს.