სიახლეები:

ტრენინგი საინიციატივო ჯგუფისთვის

04 ივნ 2019

სოციალური უნარები, გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, - ამ თემებზე იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში" საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის ტრენინგი ჩატარდა. საინიციატივო ჯგუფში გაერთიანებულნი არიან სხვადასხვა სკოლის ის მოსწავლეები, რომლებიც დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროექტებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მათ შორის არიან მოხალისეები, იმიტირებული პროცესებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი აქტივობების მონაწილეები. მოსწავლეებს  შესაძლებლობა ჰქონდათ ახალგაზრდული პროექტების დაგეგმვამდე გამოემუშავებინათ გუნდური მუშაობის, კონფლიქტის გადაჭრისა თუ კომუნიკაციის უნარ-ჩვევები. აღნიშნული ტრენინგი, უშუალოდ, საინიციატივო ჯგუფის წევრების თხოვნით ჩატარდა. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" მნიშვნელოვანი მიმართულებაა სკოლის მოსწავლეებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება, მოხალისეობრივი ინიციატივებისა  და შემოქმედებითი უნარების მხარდაჭერა. ამ მიმართულებით ცენტრი, დაინტერესების მიხედვით, სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობს.