სიახლეები:

დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში მუსიკალურ-შემოქმედებითი საღამო გაიმართა

14 ივნ 2019

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს" ბენეფიციარების ორგანიზებით, დუშეთის პირმისაანთკარის შშმ პირთა პანსიონატში მუსიკალურ-შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
არასრულწლოვანმა/სრულწლოვანმა ბენეფიციარებმა პანსიონატში მცხოვრებ პირებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს, შესრულდა რამდენიმე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომერიც.

ღონისძიებას დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლადო ჯავახიშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის ბიუროს უფროსი ირაკლი არაბიძე, სსიპ "ადამიანით ვაჭრობის  (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისა” და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. პანსიონატში, ამჟამად, 45 შშმ პირია, რომლებიც ღონისძიების მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთვნენ. მათი თხოვნით, კონცერტში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლიც მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი/სრულწლოვანი ბენეფიციარები უკვე რამდენიმე თვეა პანსიონატთან მოხალისეობრივად თანამშრომლობენ.