სიახლეები:

მუსიკალური საღამო „კათარზისში“

05 ივლ 2019

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს" ბენეფიციარების ორგანიზებით, სათნოების სახლ „კათარზისში" მუსიკალურ-შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიებას დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლადო ჯავახიშვილი და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

საღამოში „კათარზისის" ბენეფიციარებიც მონაწილეობდნენ. უშუალოდ მათი ჩართულობით რამდენიმე მუსიკალური ნომერი შესრულდა. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები უკვე რამდენიმე წელია სათნოების სახლის საქმიანობაში მოხალისეობრივად არიან ჩართულნი.